Общее·количество·просмотров·страницы

воскресенье, 12 июня 2011 г.

პოლარულ უკიდურესობათა ლტოლვა


                         
 როგორც იტყვიან, უკიდურესობები ერთმანეთს ემთხვევა. ყველა უკიდურესობა თავის თავში შეიცავს ისეთს, რაც დამახასიათებელია მეორე მისი საპირისპირო უკიდურესობისათვის.
დადებითი და უარყოფითი, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსი, ნათელი და  ბნელი, მიზიდულობა და განზიდულობა, მინუსი და პლიუსი,სიკეთე და ბოროტება, თითოეული მათგანი არის ერთმანეთის საპირისპირო და ამავე დროს, ერთის არსებობა დამოკიდებულია და განსაზღვრულია მეორის არსებობით.  რომ არ ყოფილიყო უკიდურესობათა ლტოლვა საგნებში, არ ყოფილიყო ბრძოლა ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებს, ტენდეციებს შორის, მაშინ საგნები და მოვლენები უცვლელნი დარჩებოდნენ. შეუძლებელი იქნებოდა განვითარება, საფუძვლიანი და ხარისხიანი ცვლილებები, ყველაფერი ერთ ადგილზე დარჩებოდა. მოწინავე ტომს ან თუნდაც ერთ, კონკრეტულ  პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს, რომ არ გამოეცხადა ბრძოლა, მხოლოდ გადარჩენისთვის და არსებობისათვის მომართული ტომის  წინააღმდეგ, საზოგადოება არ იმოძრავებდა წინ, განვითარებისკენ.ამის მშვენიერი მაგალითია ჯემალ ქარჩხძის „იგი“.
ორი უკიდურესობა ქალი და კაცი. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ალბათ ყველაზე რთული, საინტერესო და რეიტინგული თემაა მთელს მსოფლიოში. ეს ორი უკიდურესობა მთელი კაცობრიობის განმავლობაში განუწყვეტლივ ელტვის ერთმანეთს და სათავეს უდევს მომავალს.
ყველა საგანს, მოვლენას არსებულს ჩვენს გარშემო გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, თავისი წარსული და მომავალი. ის რაც ცოცხლობს და ის რაც, ვერ უძლებს დროს, ბუნებას და უკვალოდ ქრება, მაგრამ მის ადგილზე ჩნდება მეორე, რომელიც იზრდება და ვითარდება. ამ ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციების ბრძოლა და ლტოლვა საგნებში, წარმოადგენს წყაროს, მამოძრავებელ ძალას სამყაროს განვითარების.

Комментариев нет:

Отправить комментарий