Общее·количество·просмотров·страницы

воскресенье, 12 июня 2011 г.

პოლარულ უკიდურესობათა ლტოლვა


                         
 როგორც იტყვიან, უკიდურესობები ერთმანეთს ემთხვევა. ყველა უკიდურესობა თავის თავში შეიცავს ისეთს, რაც დამახასიათებელია მეორე მისი საპირისპირო უკიდურესობისათვის.
დადებითი და უარყოფითი, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსი, ნათელი და  ბნელი, მიზიდულობა და განზიდულობა, მინუსი და პლიუსი,სიკეთე და ბოროტება, თითოეული მათგანი არის ერთმანეთის საპირისპირო და ამავე დროს, ერთის არსებობა დამოკიდებულია და განსაზღვრულია მეორის არსებობით.  რომ არ ყოფილიყო უკიდურესობათა ლტოლვა საგნებში, არ ყოფილიყო ბრძოლა ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებს, ტენდეციებს შორის, მაშინ საგნები და მოვლენები უცვლელნი დარჩებოდნენ. შეუძლებელი იქნებოდა განვითარება, საფუძვლიანი და ხარისხიანი ცვლილებები, ყველაფერი ერთ ადგილზე დარჩებოდა. მოწინავე ტომს ან თუნდაც ერთ, კონკრეტულ  პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს, რომ არ გამოეცხადა ბრძოლა, მხოლოდ გადარჩენისთვის და არსებობისათვის მომართული ტომის  წინააღმდეგ, საზოგადოება არ იმოძრავებდა წინ, განვითარებისკენ.ამის მშვენიერი მაგალითია ჯემალ ქარჩხძის „იგი“.
ორი უკიდურესობა ქალი და კაცი. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ალბათ ყველაზე რთული, საინტერესო და რეიტინგული თემაა მთელს მსოფლიოში. ეს ორი უკიდურესობა მთელი კაცობრიობის განმავლობაში განუწყვეტლივ ელტვის ერთმანეთს და სათავეს უდევს მომავალს.
ყველა საგანს, მოვლენას არსებულს ჩვენს გარშემო გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, თავისი წარსული და მომავალი. ის რაც ცოცხლობს და ის რაც, ვერ უძლებს დროს, ბუნებას და უკვალოდ ქრება, მაგრამ მის ადგილზე ჩნდება მეორე, რომელიც იზრდება და ვითარდება. ამ ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციების ბრძოლა და ლტოლვა საგნებში, წარმოადგენს წყაროს, მამოძრავებელ ძალას სამყაროს განვითარების.

თანამედროვე მედიის საფრთხე

 ერთი შეხედვით მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევენ, მაგრამ შესაძლებლობებთან ერთად უმარავ საფრთხესაც შეიცავენ. ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ინტერნეტ სივრცეში ვანთავსებთ (სურათები, ჩანაწერები), შესძლოა ცუდი მიზნებისთვის იქნას გამოყენებული სხვადასხვა ადამიანების მიერ. ასევე კვლევის, შედეგები ცხადყოფს, რომ ამერიკელი დამქირავებელთა 45 %,  პოტენციურ თანამშრომელზე ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იგებს. ინტერნეტში ჩვენი ქმედებების მიხედვით,  მათ შეუძლიათ ჩაგვთვალონ შეაფერის ან პირიქით შეუფერებელ კანდიდატურად. მედიის საფრთხის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი "ვიკილიქსია", რომელმაც საფრთხე შუქმნა "ამა ქვეყნის მმართველებს". ამიტომ ინფორმაციის ინტერნეტში განთავსებამდე სიფრთხილე გვმართებს, რათა მომავალში ამან ჩვენს კარიერულ წინსვლას და ჩვენ საფრთხე არ შეგვიქმნას.

ინტერნეტ ტელევიზია

   ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოლაპარაკე ყუთს წლების შემდეგ ჩაანაცვლებნენ უკეთესი გამოგონებით. შეიძლება ითქვას ტელევიზორი ( რა თქმა უნდა, რომელიც ჩართული იყო და მაუწყებლობდა) კონკრეტულ საათებში თავიზე დამოკიდებულს ხდიდა მაყურებელს. საყვარელი გადაცემის სანახავად, ადამინები ტოვებდნენ თავიანთ საქმეებს და ტელევიზორის წინ იკრბებოდნენ. დღეს ამის აუცილებლობა გაქრა, რადგან სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩნდნენ ინტერნეტ ტელევიზიებიი, რომლებიც მაყურებელს ნახვის რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობენ და დროში შეუზღუდავებს  ხდიან მათ. საქართველოშიც სწრაფად გავრცელდა ინტერნეტ ტელევიზიების ტენდენცია და ბაზარზე რამდენიმე ასეთი ტელევიზია გაჩნდა, რომლებსაც დიდი რაოდენობით მაყურებელი ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ მე მომხრე და ინტერნეტ ტელევიზიის აქტიური მომხმარებელი ვარ, მაინც ვთვლი, რომ ტელევიზორებს თავისი "ეშხიც" აქვთ და უმაწყალოდ არ უნდა გავაძევოთ ისინი ჩვენი სახლებიდან)))))
 სიტყვა ბლოგი ითარგმნება, როგორც ვებჟურნალი,  ვებჩნაწერი. პირველი ბლოგები 1994 წელს გაჩნდა და მათ ონლაინ დღიურის სახე ჰქონდათ. 1999 წელს გამოჩნდა blogger-ი, რომელსაც მოხმარების მარტივი სახე ჰქონდა და არ საჭიროებდა არანაირ გადასახადებს. ჩვენს დროში, ბლოგი უნიკალური სამომხმარებლო  საიტია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირება და იმ თემაზე საუბარი და წერა, რაც მას აინტერესებს და აწუხებს. თემები შეუზღუდავია- პოლიტიკა, ეკონომიკა, სპორტი, უბრალოდ დღიურის ტიპის ჩანაწერები და ა.შ. მომხმარებელს შეუძლია ბლოგის დიზაინი,  საკუთარი სურვილებისამებრ შექმნას. დღეს ბლოგერობა პროფესიადაც იქცა, ბლოგერებს ზოგიერთ პრესკონფერენციებზე ჯურნალისტებადაც კი მოიხსენიებენ. ამიტომ კარგი იქნება, ჩვენ დამწყებმა ჯურნალისტებმა ჩვენი საქმიანობა ბლოგიდან დავიწყოთ)))))

ვიკიპედია

 ვიკიპედია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საძიებო პორტალია. აქ ინფორმაციას თავისთვის სასურველ ენაზე ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი მოიძიებს, ვიკიპედის ერთერთი უნიკალური თვისება ალბათ ესაა. თუმცა ამ საიტს  აქვს უარყოფითი მხარეებიც, რადგანაც ის თავისუფალი ენციკლოპედიაა აქ, ინფორმაციის განთავსება ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია, რომელმაც შესაძლოა გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია განათავსოს და ამით მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს. ქართული ვიკიპედია საკმაოდ მწირე ინფორმაციას მოიცავს და გაუმჯობესებას საჭიროებს, კარგი იქნებოდა ამაზე ვინმეს , რომ ეზრუნა ))))